თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 2018
3-9 დეკემბერს, თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართა, რომელსაც თბილღვინო უკვე მრავალი წელია მასპინძლობს და ოფიციალური პარტნიორია.
კინოფესტივალი კონკურსის ხასიათს ატარებს, სადაც ძირითადად ახალი თაობის ევროპელი რეჟისორების სადებიუტო და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმებია წარმოდგენილი.
ევროპელ რეჟისორებს თბილღვინომ თბილისის საწარმოში უმასპინძლა, სადაც ქართული კულტურისა და ღვინის წარმოების თავისებურებების შესახებ უამბეს. სტუმრებმა ნახეს, როგორი მეთოდებითა და ტრადიციებით იქმნება ნამდვილი ქართული ღვინო და ადგილზევე დააგემოვნეს ის. უნდა აღინიშნოს, რომ მათი განსაკუთრებული ინტერესი და აღფრთოვანება ქვევრის ღვინოებმა დაიმსახურა.