კაიძენი თბილღვინოში
„კაიძენი“ იაპონური სიტყვაა და მუდმივ განვითარებას ნიშნავს. ეს არის ფილოსოფია, საკითხებს შემდეგნაირად მივუდგეთ: „საუკეთესო შედეგი არ არსებობს, ყველაფრის გაუმჯობესება შესაძლებელია.“
თბილღვინოში 2009 წლიდან მოქმედებს ISO 22000 – სურსათის უვნებლობის და ISO 9001 – ხარისხის მართვის მენეჯმენტის სტანდარტი, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიაში სტაბილურად ხორციელდება ხარისხის მონიტორინგი.
თუმცა თბილღვინო მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული და სწორედ ამიტომ თბილისის საწარმოში “Komatsu Limited Jv”-ის ყოფილი პრეზიდენტი, კაიძენის იაპონელი ექსპერტი – ხირუმა იასუო გვეწვია. მან დეტალურად შეამოწმა, დაათვალიერა და შეაფასა მიმდინარე პროცესები, რის შედეგადაც კომპანიის მიდგომებსა და სტრატეგიას საუკეთესო შეფასება მისცა. ამასთან ერთად მნიშვნელოვანი, საინტერესო და ძალიან საჭირო რეკომენდაციებიც დაგვიტოვა.