საკუთარი ვენახების გაშენება

2018 წელს, თბილღვინომ საფერავის, ქისის და კახური მწვანეს ახალი ვენახი გააშენა სოფელ შაშიანში (მუკუზნის მიკროზონა), რომელიც დღეისთვის 37 ჰექტარს იკავებს.

2019 წლიდან, იგივე მიწის ნაკვეთზე, დამატებით 38 ჰექტარი ვენახის გაშენება იგეგმება, საიდანაც 1 ჰექტარზე უძველეს ქართულ ვაზის ჯიში – კახური მცვივანი დაირგვება.