საკუთარი ვენახების განვითარება
თბილღვინომ ვენახების გაშენება იტალიელი მევენახეების კონსულტაციებით 2014 წელს დაიწყო და დღეს ის ნაკვეთებს ფლობს კახეთის ისეთ მიკროზონებში, როგორებიცაა ქინძმარაული და მუკუზანი. უმაღლესი ხარისხის, სერტიფიცირებული ნერგები 405 ჰექტარზეა გაშენებული და სრული ტერიტორია წვეთოვანი სარწყავი სისტემითაა აღჭურვილი. ეს შესაძლებლობას იძლევა ვაზს ზუსტად იმ რაოდენობის წყალი მივაწოდოთ, რაც მისი სწორი განვითარებისა და გვალვის შოკის თავიდან ასაცილებლადაა საჭირო.
თბილღვინოს ვენახებში ვაზის საუკეთესო ქართული ჯიშებია გაშენებული, მათ შორის:
ქინძმარაულის მიკროზონა, ქ. ყვარლის მიმდიბარე ტერიტორია – 147 ჰექტარი საფერავისა და რქაწითელის ვენახები;
მუკუზანის მიკროზონა – 208 ჰექტარი საფერავის, კახური მწვანეს, ქისის, ხიხვის, ალექსანდროულის, მუჯურეთულის და მცვივანის ვენახები;
წინანდლის მიკროზონა – 50 ჰექტარი რქაწითელისა და კახური მწვანეს ვენახები;