საფერავი - 2020 წლის ჩემპიონი ღვინო საქართველოდან
🏆ღვინით აღსანიშნავი გამარჯვება მოვიპოვეთ! საქართველო რომ ვაზის სამშობლოა, კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ. მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე – International wine challenge-ზე, მოწინავე ღვინის მწარმოებელ ქვეყნებს შორის ჩვენი თბილღვინოს საფერავი, 2020 წლის ჩემპიონ წითელ ღვინოდ დასახელდა!
🍇საფერავი შეაფასეს, როგორც მსუბუქი მჟავიანობის, ღოღნაშოსა და მწიფე ქლიავის ხილის ტონებით შემკული, შთამბეჭდავად ხანგრძლივი დაბოლოების მქონე, ჩემპიონი წითელი ღვინო.