ტურიზმის ეროვნული დაჯილდოვება

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია (Welcome to Georgia)  საქართველოში 2015 წლიდან ტარდება.

პროექტის მიზანი ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიების წაახალისება, მათი ცნობადობის გაზრდა და საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე საქართველოს უკეთ წარმოაჩენაა. სწორედ ამიტომ,  თბილღვინო წლებია პროექტის ერთგული პარტნიორია.

წელს გამართულ 4-ე დაჯილდოვებაზე, თბილღვინომ „საუკეთესო ქართული ტრადიციული რესტორნის” ნომინაციაში „ეთნო წისქვილი” დააჯილდოვა. სტუმრებს კი შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩვენი ბრენდის გამორჩეული ღვინოები დაეგემოვნებინათ.