🍷 ქართული ღვინის კიდევ ერთი საერთაშორისო წარმატება!
🍷 International Wine and Spirits Competition London 2022-ზე თბილღვინოს 2020 წლის ქვევრის მწვანემ 95 ქულით ოქროს მედალი მოიპოვა!
🥈IWSC London 2022-ზე თბილღვინომ 12 მედალი მოიპოვა, მათ შორის კი, ვერცხლის ჯილდო განსაკუთრებული მარაგის წინანდალმა 2020 (93 ქულა) და 2021 წლის მოსავლის მწვანემ (90 ქულა) მიიღო.
🥉ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა ამბერ ქისი 2020, ახალი პრემიალური საფერავი 2020, საფერავი 2020, ქვევრის მცვივანი 2020, ქვევრის ქისი 2020, წინანდალი 2020, ოჯალეში 2021, საფერავი 2021 და განსაკუთრებული მარაგის მუკუზანი 2018.
✨ International Wine & Spirit Competition London 2022 ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კონკურსია, სადაც მონაწილე სასმლის ხარისხსა და გემურ თვისებებს საერთაშორისო ექსპერტებისა და ენოლოგებისგან შემდგარი მიუკერძოებელი ჟიური აფასებს.