ISO სტანდარტები - რესერთიფიცირება
2008 წლიდან თბილღვინო სერტიფიცერებულია ISO სტანდარტების მიხედვით. მასერტიფიცირებელ და სადამკვირვებლო აუდიტებს შვეიცარული კომპანია SGS ატარებს, ხოლო სერტიფიკატს ბრიტანული კომპანია UKAS-ი გასცემს. სერტიფიცირების სფეროებია: ვენახები, წარმოების სრული პროცესი და ლოჯისტიკა.
2018 წელს, თბილღვინომ წარმატებით გაიარა მასერტიფიცირებელი აუდიტი და პირველივე ცდაზე წარმატებით გადავიდა ხარისხის მენეჯმენტის ახალ სტანდარტზე, ( ISO 9001: 2015 ) რაც კომპანიის „რისკებზე დაფუძნებულ ხედვას” გულისხმობს.